ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გიორგი ბარამიძე - არავის გარიცხვას არ ვაპირებთ, მაგრამ ბუნებრივია, ვინც მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით ჩვენს ერთ გუნდში ყოფნას არ იზიარებს, მათ თავისი გზა ექნებათ

არავის გარიცხვას არ ვაპირებთ, მაგრამ ბუნებრივია, ვინც მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით ჩვენს ერთ გუნდში ყოფნას არ იზიარებს, მათ თავისი გზა ექნებათ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ენმ-ს წევრები, რომლებიც მანიფესტს არ შეუერთდებიან, თავის გზას თავად მონახავენ.
„ეს ფიზიკური ხელმოწერა აბსოლუტურად არ არის აუცილებელი. მე არ ვაპირებ, რომ ფიზიკურად ხელი მოვაწერო. ვუერთდები. ასე რომ შეერთება ამ მანიფესტის სულისკვეთებასთან აუცილებელია, რადგანაც მიხეილ სააკაშვილი გვეუბნება, რომ „მე ვიღებ ჩემს თავზე პასუხისმგებლობას იმ ბრძოლაზე, რომლითაც ჩვენ რუსული მოღალატური რეჟიმი უნდა დავამარცხოთ საქართველოში და დამიდექით გვერდით". ეს არის ის იდეები, რომელიც არის წამოსული „ვარდების რევოლუციის“ იდეებიდან. ბუნებრივია, ვინც ამ იდეებს, მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით ჩვენს ერთ გუნდში ყოფნას არ იზიარებს, მაშინ არავის გარიცხვას არ ვაპირებთ, მაგრამ მათ თავისი გზა ექნებათ. თუ ვერთიანდებით ამ იდეების და მიხეილ სააკაშვილის გარშემო, ვუერთდებით ამ მანიფესტს, ვინც არ უერთდება თავის გზას თვითონ მონახავს“, - განაცხადა ბარამიძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.