თუკი ვინმეა რუსული სტილის პოლიტიკოსი საქართველოში, ეს გახლავთ „ლელოს“ ლიდერები – ხაზარაძეს, თავისი წარსულიდან გამომდინარე, ვაშინგტონი მოსკოვში ერევა – შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის შეზღუდვასთან დაკავშირებით, “ლელოს” ინიციატივას ეხმაურება. პაპუაშვილი “ლელოს” ლიდერებს რუსული სტილის პოლიტიკოსებად მოიხსენიებს.
“თუკი ვინმეა რუსული სტილის პოლიტიკოსი საქართველოში, ეს გახლავთ „ლელოს“ ლიდერები. ჩვენ ახლახან ვნახეთ მამუკა ხაზარაძე როგორ იმყოფებოდა ვაშინგტონში და თავს იწონებდა, რომ აბეზღებდა ქართველებს, სანქციები დაეწესებინათ მათთვის. მას, მგონი, თავისი წარსულიდან გამომდინარე, ვაშინგტონი მოსკოვში ერევა და ისეთი წარმოდგენა ჰქონდა, რომ ცენტრში ჩავიდა, რათა დაებეზღებინა საქართველოს მოქალაქეები და მერე გამოვიდა და თავს იწონებდა, რომ აი, ახლა მალე იქნება სანქციები, მოვუყვები ქართველებზეო და ამერიკა დაასანქცირებსო. ამ ადამიანებს საკუთარი ქვეყნის მიმართ არანაირი ერთგულება არ აქვთ. ადრე იყურებოდნენ მოსკოვისკენ და ის მიაჩნდათ ცენტრად და ახლა იყურებიან სხვა ქვეყნებისკენ და ისინი მიაჩნიათ ცენტრად”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დათა გვასალია ლევან სანიკიძეს: ცოტა უხერხულია ცოტნე ივანიშვილსა და მის მამაზე საუბარი მაშინ, როცა საკუთარ სახლში პრინციპების გადაფასების ასეთი მასშტაბური კონვეიერი გაქვთ გამართული

ანამარია ქუთათელაძე: საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია სულ უფრო მეტად ემთხვევა საერთაშორისო მიდგომებს, რომლებიც ახალგაზრდების კეთილდღეობას განიხილავენ, როგორც მდგრადი განვითარების ერთ-ერთ მთავარ საფუძველს