ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თუ გრიგორიადისს შეიწყალებს, ეს იქნება კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ ის პირდაპირ მიჰყვება "კოლექტიური ნაცმოძრაობის" დღის წესრიგს - ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილზე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, ლაზარე გრიგორიადისის შესაძლო შეწყალების საკითხი შეაფასა და აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილისგან გამორიცხული არაფერია.
კობახიძის განმარტებით, თუ ზურაბიშვილი გრიგორიადისს შეიწყალებს, ამით კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ ის "ნაციონალური მოძრაობის" დღის წესრიგს მიჰყვება.
"ბოლო პერიოდის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილმა ისეთი რაღაცები აკეთა, მისგან არავის არაფერი გაუკვირდება. ის, ჩვეულებრივად, რადიკალური ოპოზიციის, "კოლექტიური ნაცმოძრაობის" ერთი შემადგენელი ნაწილია. შესაბამისად, ნებისმიერი ნაბიჯი შეიძლება გადადგას. თუ ამას გააკეთებს, ეს იქნება კიდევ ერთი, მორიგი მტკიცებულება იმისა, რომ ის პირდაპირ მიჰყვება "კოლექტიური ნაცმოძრაობის" დღის წესრიგს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.