ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თუ გადავხედავთ არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში ჩემი კოლეგების, არამედ ამერიკის პედიატრთა საზოგადოების მოსაზრებას, დავინახავთ, რომ ისინიც უკვე გამოდიან მსგავსი პროპაგანდის აკრძალვის ინიციატივით

თუ გადავხედავთ არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში ჩემი კოლეგების, არამედ ამერიკის პედიატრთა საზოგადოების მოსაზრებას, დავინახავთ, რომ ისინიც უკვე გამოდიან მსგავსი პროპაგანდის აკრძალვის ინიციატივით
„ერისთვის მნიშვნელოვან ცვლილებად“ აფასებს „ხალხის ძალის“ წევრი ზაალ მიქელაძე ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ პარლამენტში განსახილველ საკანონმდებლო პაკეტს. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ეს ცვლილებები, თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, კონსტიტუციაშიც უნდა აისახოს. ზაალ მიქელაძე აცხადებს, რომ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ არა მხოლოდ ქართველი ექიმები, არამედ ამერიკელი პედიატრებიც გამოდიან და აკრძალვას ისინიც აუცილებლად მიიჩნევენ.
„საკანონმდებლოს გარდა, ეს არის ერისთვის მნიშვნელოვანი ცვლილება და სწორედ ამიტომ, ის უნდა აისახოს კონსტიტუციაში. თუ გადავხედავთ არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში ჩემი კოლეგების, არამედ ამერიკის პედიატრთა საზოგადოების მოსაზრებას, დავინახავთ, რომ ისინიც უკვე გამოდიან მსგავსი პროპაგანდის აკრძალვის ინიციატივით ამერიკაში და შესაბამისად, ევროპაშიც,“ – განაცხადა ზაალ მიქელაძემ.
Previous: საქართველო ღირსეულად წარსდგა ევროპის ჩემპიონატზე – პორტუგალიასთან გამარჯვების შანსიც გვრჩება

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.