ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ევროკავშირის მინისტერიალზე მსჯელობენ ზომებზე, რომლებიც შესაძლოა საქართველოში გამჭვირვალობის კანონის მიღების გამო მიიღონ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ლუქსემბურგში შეიკრიბნენ. დღის წესრიგის მიხედვით, ევროპელი დიპლომატები საქართველოს საკითხსაც განიხილავენ და, როგორც თავად ამბობენ, მსჯელობენ გამჭვირვალობის კანონის მიღების საპასუხო ზომებზე.
როგორც მინისტრებმა აღნიშნეს, დღეს ისინი სიღრმისეულად იმსჯელებენ იმ ზომებთან დაკავშირებით, რომლებსაც შეიძლება მიმართოს ევროკავშირმა, თუმცა სავარაუდოდ გადაწყვეტილებას დღეს არ მიიღებენ, ვინაიდან საქართველოში არსებული ვითარება ლიდერებმაც უნდა განიხილონ.
შესაძლო ზომებს შორის სახელდება ფინანსური დახმარების შეწყვეტა, მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის დროებით შეჩერება და სავიზო შეზღუდვები მთავრობის წარმომადგენლებისთვის.
Previous: თუ გადავხედავთ არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში ჩემი კოლეგების, არამედ ამერიკის პედიატრთა საზოგადოების მოსაზრებას, დავინახავთ, რომ ისინიც უკვე გამოდიან მსგავსი პროპაგანდის აკრძალვის ინიციატივით

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.