თუშიშვილი ოქროს, სულამანიძე კი ბრინჯაოს შეუტევს – ევროპის ჩემპიონატის ბოლო საშეჯიბრო დღე

თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის ბოლო, დასკვნით საშეჯიბრო დღეს გურამ თუშიშვილი (+100 კგ) ტურნირის ფინალში იასპარეზებს. ილია სულამანიძე (-100 კგ) კი რეპეშაჟში იასპარეზებს.
თუშიშვილმა მერვედფინალში ვიპროსელ გიანის ანტონიუსს სძლია, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მეოთხედფინალში თურქი იბრაჰიმ თათაროღლუ დაამარცხა, ნახევარფინალში კი რუს ვალერი ენდოვიცკის აჯობა.
რაც შეეხება ილია სულამანიძეს, მან მერვედფინალში ჯერ ბრიტანელ ოლივერ ბარატს სძლია, შემდეგ რუმინელი ალექსანდრუ სიბისანიც დაამარცხა. სამწუხაროდ, ილია მეოთხედფინალში რუს ნიიაზ ბილალოვთან, დამატებით დროში დამარცხდა, რეპეშაჟში კი შვეიცარიელ დანიელ ეიხთან იჭიდავებს.