არქივი10 აგვისტო, 2025, 22:53
თურქეთში 6,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

თურქეთში 6,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. თურქეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი იყო ბალიკესირის პროვინციაში.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ალი იერლიკაიას განცხადებით, პირველადი მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ბალიკესირის პროვინციის სინდირგის რაიონში ერთი შენობა ჩამოინგრა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.