არქივი10 აგვისტო, 2025, 22:08
თურქეთის ჩრდილოდასავლეთში მოხდა 6,1 მაგნიტუდის მიწისძვრა, ბიძგები იგრძნობოდა სტამბოლშიც

10 აგვისტოს საღამოს თურქეთის ჩრდილოდასავლეთში მოხდა 6,1 მაგნიტუდის მიწისძვრა, რომელიც იგრძნობოდა 200-მდე კილომეტრის მოშორებით მდებარე სტამბოლშიც. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.
თურქეთის საგანგებო ვითარებათა სააგენტოს განცხადებით, მიწისძვრას მოჰყვა რამდენიმე შემდგომი ბიძგი. სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს არ შევიდნენ დაზიანებულ ნაგებობებში.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ერთი შენობა დაინგრა ქალაქ სინდირგიში - მიწისძვრის ეპიცენტრში.
ფორუმი
არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.