ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თურქეთში ხუთ ეჭვმიტანილს წაუყენეს ბრალი რუსეთში "კროკუსზე" თავდამსხმელებთან კავშირის გამო

თურქეთში ხუთ ეჭვმიტანილს წაუყენეს ბრალი რუსეთში "კროკუსზე" თავდამსხმელებთან კავშირის გამო

სტამბოლის მთავარმა პროკურატურამ ბრალი წაუყენა ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" ხუთ სავარაუდო წევრს, რომლებიც, გამოძიების ვერსიის თანახმად, მონაწილეობდნენ 22 მარტს, მოსკოვის მახლობლად მდებარე საკონცერტო დარბაზ "კროკუს სიტი ჰოლზე" განხორციელებულ თავდასხმაში.
მაშინ 145 ადამიანი დაიღუპა, სავარაუდო თავდამსხმელები დააკავეს.
ჰოფიზჯონ უსმონოვი, მუტუელო ასოევი, რახმატულო სალიკოვი, მუჰამადრაჰიმ ფაიზოვი და ხამზა მუხამედი, გამოძიების ვერსიის თანახმად, დაკავშირებული იყვნენ "კროკუსზე" თავდამსხმელებთან.
ერთ-ერთი მათგანი, როგორც ამტკიცებენ, სთავაზობდა ბომბის ჩადებას მოსკოვის სხვა სავაჭრო ცენტრში 800 ათას რუბლად, იტყობინება სააგენტო "ანადოლუ".
ბრალდებულებს გაასამართლებენ ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის გამო.
"ისლამური სახელმწიფო" ტერორისტულ ორგანიზაციადაა შერაცხილი მრავალი ქვეყნის ხელისუფლების, მათ შორის, თურქეთის, მიერ. ამ პირებს თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ 7,5-დან 15 წლამდე.
ერთ-ერთი ეჭვმიტანილის, ფაიზოვის, შესახებ ცნობილია, რომ ის ტაჯიკეთის მოქალაქეა. უსმონოვი, სავარაუდოდ, ცხოვრობდა ისლამური სახელმწიფოს კონსპირაციულ ბინაში "კროკუსზე" თავდასხმაში ერთ-ერთ ბრალდებულ, შამსიდინ ფარიდუნისთან ერთად.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.