ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სერბეთის ქალაქ ნოვი-სადის პროკურატურამ რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევის საქმეზე 13 პირს ბრალი წაუყენა

სერბეთის ქალაქ ნოვი-სადის პროკურატურამ რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევის საქმეზე 13 პირს ბრალი წაუყენა

სერბეთის ქალაქ ნოვი-სადის პროკურატურამ რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევის საქმეზე 13 პირს ბრალი წაუყენა. ნოვი-სადის უმაღლესი პროკურორის ოფისის განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრალი წაუყენეს თანამდებობისა და ხელმძღვანელ პირებს, მათ შორის ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრს, მის მოადგილეს, რეკონსტრუქციის პროექტის ავტორებსა და სამუშაოების ზედამხედველებს.
როგორც პროკურატურაში აცხადებენ, რომ სამშენებლო სამუშაოების არასათანადოდ წარმოებისთვის მათ საფრთხე შეუქმნეს საზოგადოების უსაფრთხოებას.
ნოვი-სადის რკინიგზის ახლად განახლებული სადგურის სახურავი პირველ ნოემბერს ჩამოინგრა, რასაც 15 ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევას სერბეთში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. ოპოზიციის ლიდერები და მოსახლეობის ნაწილი მომხდარს მთავრობაში კორუფციასა და ნეპოტიზმს უკავშირებს. სადგურის სახურავის ჩამონგრევის გამო ტრანსპორტის, ინფრასტრუქტურის და ვაჭრობის მინისტრები გადადგნენ, ასევე თანამდებობა დატოვა სერბეთის რკინიგზის სახელმწიფო კომპანიის ხელმძღვანელმა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.