არქივი11 იანვარი, 2024, 07:12
თურქეთში მიწისძვრა მოხდა
თურქეთში, მარმარილოს ზღვაში, გემლიკის ყურეში 3.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა.
როგორც ირკვევა, მისი სიღრმე 12.8 კმ იყო. მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 20:10 საათზე მოხდა.
მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.