არქივი8 იანვარი, 2024, 14:36
თურქეთში, მალათიის პროვინციაში, მიწისძვრა მოხდა
თურქეთში, მალათიის პროვინციაში, 4.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მისი სიღრმე 4.6 კმ. იყო. მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 16:19 საათზე დაფიქსირდა.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიძგები იგრძნობოდა მიმდებარე პროვინციებშიც. ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.