ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თურქეთში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი 147 პირი დააკავეს

თურქეთის ხელისუფლებამ დაჯგუფება ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი 147 ადამიანი დააკავა.
ინფორმაციას Reuters-ი თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ალი იერლიკაიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მინისტრის განცხადებით, დაკავების ოპერაცია ქვეყნის 33 პროვინციაში ჩატარდა.
„ოპერაცია „გმირები-49“ ქვეყნის მასშტაბით ერთდროულად განხორციელდა“, - აღნიშნა ალი იერლიკაიამ.
შეგახსენებთ, გასულ თვეში სტამბოლში, კათოლიკურ ეკლესიაში ორმა შეიარაღებულმა პირმა, რომლებიც „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები იყვნენ, ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც თურქეთის ერთი მოქალაქე დაიღუპა. თურქეთის პოლიციამ თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირები დააკავა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.