თურქეთის პოლიციამ სტამბოლში სასამართლოს შენობასთან მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილი 40 პირი დააკავა

თურქეთის პოლიციამ სტამბოლში სასამართლოს შენობასთან მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილი 40 პირი დააკავა, – ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ალი ერლიკაია ავრცელებს.
ალი ერლიკაიამ განაცხადა, რომ თავდამსხმელები „რევოლუციური სახალხო განმათავისუფლებელი ფრონტის“ წევრები არიან, ულტრამემარცხენე დაჯგუფების, რომელსაც თურქეთი, აშშ და ევროკავშირი ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებს.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, 2023 წლის 1-ელი ივნისიდან 2024 წლის 6 თებერვლამდე თურქეთის უსაფრთხოების ძალებმა მემარცხენე ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ 335 ოპერაცია ჩაატარეს, რის შემდეგაც 269 ადამიანი დააკავეს.
შეგახსენებთ, გუშინ, სტამბოლში, ჩაგლაინის სასამართლოსთან ორმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა. სროლის შედეგად ექვსი ადამიანი დაიჭრა. მოგვიანებით, ერთ-ერთი დაშავებული ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ