ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ყურადღებით ვაკვირდებით საძიებო-სამაშველო ოპერაციებს ჩამოვარდნილ სამხედრო სატვირთო თვითმფრინავთან დაკავშირებით

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ყურადღებით ვაკვირდებით საძიებო-სამაშველო ოპერაციებს ჩამოვარდნილ სამხედრო სატვირთო თვითმფრინავთან დაკავშირებით

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი აცხადებს, რომ თურქეთის მხარე საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ყურადღებით აკვირდება საძიებო-სამაშველო ოპერაციებს სამხედრო სატვირთო თვითმფრინავთან დაკავშირებით.
„საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ყურადღებით ვაკვირდებით საძიებო-სამაშველო ოპერაციებს ჩამოვარდნილ სამხედრო სატვირთო თვითმფრინავთან დაკავშირებით, რომელიც აზერბაიჯანიდან ჩვენს ქვეყანაში დაბრუნების დროს ჩამოვარდა.
ღმერთს ვთხოვ, შენდობა მისცეს ჩვენს დაღუპულებს, მოთმინება მათ ოჯახებსა და ახლობლებს”,-წერს ფიდანი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.