არქივი30 დეკემბერი, 2023, 14:50
თურქეთის პოლიციამ ე.წ "ისლამური სახელმწიფოს" წევრობაში ეჭვმიტანილი 189 პირი დააკავა
თურქეთის პოლიციამ ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" წევრობაში ეჭვმიტანილი 189 პირი დააკავა. ქვეყნის
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სპეცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით 37 ქალაქსა და პროვინციაში ჩატარდა, მათ შორის სტამბოლსა და დედაქალაქ ანკარაში.
ერთი დღით ადრე თურქეთმა განაცხადა, რომ ჩაშალა ისლამური სახელმწიფოს ეკლესიებსა და სინაგოგებზე თავდასხმის გეგმები. გუშინ თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, რომ დააკავეს "ისლამური სახელმწიფოს" წევრობაში ეჭვმიტანილი 32 პირი. ისინი სავარაუდოდ მონაწილეობდნენ ერაყის საელჩოზე თავდასხმის ორგანიზებაში.
არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.