ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თურქეთის პოლიციამ ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან სავარაუდო კავშირში მყოფი 70 პირი დააკავა

თურქეთის პოლიციამ ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან (IS) სავარაუდო კავშირში მყოფი 70 პირი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ავრცელებს.
ალი იერლიკაიას თქმით, რეიდების დროს ნაპოვნია დიდი ოდენობით თანხა, ელექტრონული მასალები და საბანკო ტრანზაქციების ხელწერილები.
ბოლო პერიოდში, თურქეთში გახშირდა ანტიტერორისტული რეიდები. დეკემბერში, თურქეთის პოლიციამ ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირის ბრალდებით 300-ზე მეტი პირი დააკავა.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სოციალურ ქსელში სპეცოპერაციის ამსახველი ვიდეო გაავრცელა.
1️⃣6️⃣ İlde DEAŞ Terör Örgütüne yönelik eş zamanlı olarak düzenlenen “KAHRAMANLAR-40” Operasyonlarında 7️⃣0️⃣ şüpheli şahıs yakalandı❗

Ülkemizin huzuru, birlik ve beraberliği için teröristlerin hiçbirine göz açtırmayacağız. Milletimizin duası, güvenlik güçlerimizin üstün… pic.twitter.com/91yMgFgWTs— Ali Yerlikaya (@AliYerlikaya) January 11, 2024

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.