პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირანის ქალაქ ქერმანში მომხდარ თავდასხმასთან კავშირში მყოფი 35 პირი დააკავეს

ირანის ქალაქ ქერმანში მომხდარ თავდასხმასთან კავშირში მყოფი 35 პირი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ირანის სადაზვერვო სამსახურმა განაცხადა, რომ ეჭვმიტანილები ქვეყნის რამდენიმე პროვინციაში დააკავეს.
შეგახსენებთ, რომ ირანში, 3 იანვარს მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.
ირანული მედიის ცნობით, ორი თვითმკვლელი ტერორისტიდან ერთ-ერთი ტაჯიკეთის მოქალაქეა, რომელიც ირანში არალეგალურად 19 დეკემბერს შევიდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 იანვარი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.