არქივი9 იანვარი, 2024, 06:42
პოლიციამ მარნეულში ძაღლზე ძალადობისთვის 1 პირი დააკავა
პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც მარნეულის მუნიციპალიტეტში ძაღლზე იძალადა. ინფორმაციას შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ავრცელებს.
გამოძიება სსკ-ის 259-ე მუხლის საფუძველზე დაიწყო, რაც ცხოველის წამებას, მისდამი სასტიკ მოპყრობას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს. მუხლი ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, ექვსი თვიდან ერთ წლამდე ვადით შინაპატიმრობას ან 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ძაღლზე ძალადობის ამსახველი ვიდეომასალა Facebook-ზე გავრცელდა. არსებული ინფორმაციით, ნაცემი ძაღლი მოკვდა.
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.