ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თსუ-ს შენობა პრემიერ-მინისტრმა ხმაურის ფონზე დატოვა

თსუ-ს შენობა პრემიერ-მინისტრმა ხმაურის ფონზე დატოვა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხმაურის ფონზე დატოვა.
ის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიიდან რამდენიმე წუთის წინ გავიდა.
საპროტესტო აქციის მონაწილე სტუდენტებმა პრემიერ-მინისტრი შეძახილების ფონზე გააცილეს.
ასევე, მიმდებარე ტერიტორიას ტოვებენ “ქართული ოცნების” ახალგაზრდულო ფრთის წარმომადგენლებიც. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.