არქივი25 მაისი, 2024, 08:21
თსუ-სთან დაპირისპირება მოხდა - პრემიერ-მინისტრმა უნივერსიტეტის ტერიტორია შეძახილების ფონზე დატოვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თსუ-ს ტერიტორია პროტესტის მონაწილე სტუდენტების შეძახილების ფონზე დატოვა.
ასევე, ირაკლი კობახიძის ტერიტორიის დატოვებიდან რამდენიმე წუთში, უნივერსიტეტთან ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები და პროტესტში მონაწილე პირები დაუპირისპირდნენ.
ადგილზე კვლავ მობილიზებულები არიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.
„ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა ტერიტორია უკვე დატოვეს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.