თსუ-ს ეზოში, სადაც სტუდენტები პრემიერ-მინისტრს ელოდნენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში, სადაც სტუდენტები საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს ელოდნენ, დაპირისპირება მოხდა.
როგორც სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთი ორგანიზატორი ნიკო მანაგაძე აცხადებს, უნივერსიტეტის წინ მათ ადამიანების გარკვეული ჯგუფი დახვდათ და სტუდენტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მისი შეფასებითვე, ეს ყველაფერი იმისთვის მოაწყვეს, რომ ირაკლი კობახიძე უნივერსიტეტის შენობაში უსაფრთხოდ და შეუფერხებლად შესულიყო.
„გადავწყვიტეთ უნივერსიტეტის წინ შევკრებილიყავით და პროტესტი გამოგვეთქვა, თუმცა ხედავთ რომ ზონდერები არიან მობილიზებულები და პირდაპირ ფიზიკურ კონტაქტში შემოდიან. პოლიციის მხრიდან არანაირი ადეკვატური რეაგირება არ იყო, მხოლოდ შუაში ჩაგვიდგნენ”, – განაცხადა ნიკო მანაგაძემ.
ცნობისთვის, თსუ-ს მე-2 კორპუსის წინ შეკრებილები არიან სტუდენტები, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიღებულ კანონს აპროტესტებენ.
ასევე, მობილიზებული არიან „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებიც.
ტერიტორიაზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟიც.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!