არქივი18 მაისი, 2024, 06:56
თსუ-ს მე-2 კორპუსთან, სადაც პრემიერ-მინისტრმა ლექცია უნდა ჩაატაროს, სტუდენტები საპროტესტო აქციას მართავენ
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსის წინ სტუდენტები საპროტესტო აქციას მართავენ.
ისინი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს ელოდებიან, რომელმაც უნივერსიტეტში დღეს ლექცია უნდა ჩაატაროს.
ადგილზე იმყოფებიან „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებიც.
ტერიტორიაზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.