თსუ-სა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ კლუბებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული სტუდენტური კლუბების ერთობლივი ორგანიზებითა და თსუ რექტორის, აკადემიკოსის ჯაბა სამუშიას ჩართულობით, ქუთაისში გასვლითი ღონისძიება გაიმართა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცნობით, ღონისძიების ფარგლებში სტუდენტური კლუბების „ილია“, „დავითი“ და „პოლიტიკური სკოლის“ დამფუძნებლებმა, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის კლუბის წარმომადგენლებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
„მემორანდუმის ფარგლებში რეგიონის ჩართულობით ერთობლივი პროექტების განხორციელება იგეგმება.
ვიზიტის ფარგლებში თსუ რექტორმა ჯაბა სამუშიამ სტუდენტებს ქუთაისში არსებული ისტორიული ძეგლები, მათ შორის, გელათის და ბაგრატის ტაძრები დაათვალიერებინა. სტუდენტები ასევე ესტუმრნენ თსუ პროფესიული მომზადების ცენტრის ქუთაისის ფილიალს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

სასკოლო ფორმების ჩინეთიდან საქართველოში მოწოდება სამ ეტაპად მოხდება – ფორმების რეალიზაცია პირველი კლასის მოსწავლეებისთვის 1–14 სექტემბრის პერიოდში, ხოლო მეორე და მესამე ეტაპებზე – ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით განხორციელდება

კალაძე – საქართველო მშვიდი ქვეყანაა, სტუმართმოყვარე ხალხი ვართ და ყველას – რუსს, ყაზახს, უკრაინელს, შვეიცარიელს, იტალიელს, ამერიკელს, შეუძლია ჩამოვიდეს, დახარჯოს ფული და ბიზნესსაქმიანობა აწარმოოს – არავინ შეზღუდული არაა