გარდაბანში მზის ყველაზე დიდი სიმძლავრის ელექტროსადგური აშენდება – ხელშეკრულება არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო კომპანიასა და საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს შორის გაფორმდა

არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო კომპანია “მასდარსა” და საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს შორის ხელშეკრულება გაფორმდა.
დაფუძნდება ერთობლივი კომპანია, რომელიც საქართველოში მზის ყველაზე დიდი სიმძლავრის ელექტროსადგურს ააშენებს.
მშენებლობა გარდაბნის მუნიციპალიტეტში იგეგმება. უწყებაში აცხადებენ, რომ ელექტროსადგური შეამცირებს იმპორტზე დამოკიდებულებას, მოახდენს ელექტროენერგიის მიწოდების ადგილობრივი წყაროების დივერსიფიკაციას, ასევე ხელს შეუწყობს ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების შესრულებას. შეიქმნება სამუშაო ადგილები.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ძამაშვილი: „ევროპულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ჩვენი ხელისუფლების პოზიცია და აღნიშნა, რომ, ერთი მხრივ, სახელმწიფოს არათუ უფლება აქვს, გარკვეულწილად, ვალდებულებაც აქვს, რომ საჯარო მოსამსახურეები დაიცვას ამგვარი თავდასხმებისგან“

ბექა ძამაშვილი: „ჩვენი ხელისუფლება 14 წელია, ხელისუფლებაშია და თქვენ ვერ დამისახელებთ ერთ საქმესაც კი, სადაც ევროპული სასამართლო იტყოდა, რომ ქართულ სასამართლოს აქვს მიუკერძოებლობის ან დამოუკიდებლობის პრობლემა“