თსსუ-ში ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის დღესთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

7 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის დღესთან დაკავშირებით, ჩატარდა შეხვედრა, რომელიც გახსნა შეხვედრის ორგანიზატორი სტუდენტური ორგანიზაციის – „მომავალი ექიმები საქართველოსთვის“ დამფუძნებელმა, თსსუ-ის სტუდენტმა, თორნიკე ფუტკარაძემ.
შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ: საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი ნინო წილოსანი, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრი, ასევე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრი და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წარმომადგენელი თამარ სანიკიძე.
ქალბატონმა ნინო წილოსანმა აუდიტორიას უამბო გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16 დღიანი კამპანიის შესახებ, რითიც საქართველო შეუერთდა ამავე სახელწოდების მსოფლიო მოძრაობას.
მან დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მსმენელებს იმის შესახებ თუ რა კეთდება საქართველოში ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად, რა ცვლილებებია მიღებული საკანონმდებლო და სოციალური მიმართულებით. საუბარი შეეხო საყოველთაოდ ცნობილ, გახმაურებულ ფემიციდის ფაქტებსაც.
სტუდენტებს მიმართა ქალბატონმა ირმა ზავრადაშვილმა, მან აღნიშნა, რომ თავად არის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და მიაჩნია, რომ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს თავისი დიდი მისია აქვთ გენდერული ნიშნით ძალადობის პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლაშიც.
შეხვედრაზე აუდიტორიას საშუალება ჰქონდა, დაწვრილებითი ინფორმაცია მიეღო ამ მიმართულებით არსებული სახელმწიფო სერვისების შესახებ, რაზეც ქალბატონმა თამარ სანიკიძემ ისაუბრა.
შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია.
ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მაკა ბოჭორიშვილი დუბროვნიკის ფორუმზე – საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია, რომ პრაქტიკაში ვისაუბროთ მულტივექტორული დიპლომატიის მნიშვნელობაზე – ბრიუსელის მცდელობა კი, იზოლაციის პოლიტიკით გვიპასუხოს, სტრატეგიული შეცდომაა

შიო III აბიტურიენტებს – გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში – გახსოვდეთ, რომ ცოდნა არის ძალიან დიდი საუნჯე, რომელიც ადამიანს ამაღლებს და ცხოვრების გზაზე წინსვლის საშუალებას აძლევს