შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმებთან დაკავშირებით ჩატარებულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი მსოფლიო კამპანიის ფარგლებში, შვედეთისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) მხარდაჭერით, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმებთან დაკავშირებით, მოსამართლეებთან და სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.
-ს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) წარმომადგენელმა საქართველოში – კაორი იშიკავამ შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს.
ინფორმაციის თანახმად, სამუშაო შეხვედრას სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად მოსამართლეები, პროკურორები, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს, იურიდიული დახმარების სამსახურის და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„ალექსანდრე დარახველიძემ ყურადღება გაამახვილა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანად ბრძოლის მნიშვნელობასა და იმ მიდგომებზე, რასაც უწყება აღნიშნული კატეგორიის დანაშაულებთან ბრძოლის კუთხით და მსხვერპლთა დაცვის მიზნით ახორციელებს. მინისტრის მოადგილემ, ასევე ისაუბრა ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი რეაგირებისთვის კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, შეხვედრის მონაწილეებთან ერთად, შემაკავებელი ორდერის, რისკის შეფასების ინსტრუმენტის, მოძალადეებზე ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების როლსა და მნიშვნელობაზე, მათი ეფექტიანი გამოყენების რელევანტურ საკითხებზე იმსჯელეს.
გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women) მრავალი წელია თანამშრომლობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და ახორციელებს პროექტებს ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიცაა: ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, გენდერული თანასწორობა, სექსუალური შევიწროება და სხვ.“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…