არქივი16 თებერვალი, 2024, 09:53
თოფურიამ ვოლკანოვსკის ქამარი წაართვა - მებრძოლებს შორის სიტუაცია დაიძაბა [VIDEO]
UFC 298-ის ღონისძიებამდე სულ ცოტა დრო დარჩა. მოგეხსენებათ, ხსენებულ წვეულებაზე მერაბ დვალიშვილი ჰენრი სეხუდოს, ხოლო ილია თოფურია ალექსანდრ ვოლკანოვსკის დაუპირისპირდება. "მატადორი" ლეგენდარულ ავსტრალიელთან ოქტაგონს საჩემპიონო ქამრისთვის გაიყოფს.
ილია თოფურიასა და ალექსანდრ ვოლკანოვსკის პრესკონფერენციაზე სიტუაცია დაიძაბა. "მატადორმა" ვოლკანოვსკის ქამარი წაართვა, რამაც გამოცდილი მებრძოლის გაღიზიანება გამოიწვია. მიუხედავად ამისა, მხარეები დააშოშმინეს და პრესკონფერენციაც გაგრძელდა.
შეგახსენებთ, UFC 298-ის ღონისძიება 18 თებერვალს გაიმართება.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.