ილია თოფურიამ ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა და UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა! [VIDEO]
UFC 298-ზე საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ილია თოფურიამ ალექსანდრ ვოლკანოვსკი ნოკაუტით დაამარცხა.
პირველი რაუნდი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, მებრძოლებმა რამდენიმე კარგი დარტყმა გაცვალეს.
მეორე რაუნდში კი ქართველმა თავის სტილში, ბრწყინვალე კომბინაციით ავსტრალიელი მებრძოლი დაანოკაუტა.
ილია თოფურია პირველი ქართველი მებრძოლი გახდა, რომელიც UFC-ის ჩემპიონია. "მატადორის" ანგარიშზე 15 ჩატარებული ბრძოლა და ამდენივე გამარჯვებაა.
შეგახსენებთ, რამდენიმე წუთის წინ ამავე ღონისძიებაზე საკუთარი ბრძოლა მოიგო მეორე მერაბ დვალიშვილმა. ქართველმა მექსიკელი ჰენრი სეხუდო დაამარცხა.
ვოლკანოვსკის მწვრთნელი არი გასაჩეხი გასახლეჩი ეხლა, იდენტობის კრიზისი აქვსო ქართველია და თავს ელ მატადორს უწოდებსო რეები გაბედა თუ გახსოვთ. ვითომ ავსტრალიელი სუფთა ვანუშკას რო გავს
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.