ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თორნიკე რიჟვაძე - დიდი სიყვარულით ვულოცავ ჩვენს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს დაბადების დღეს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს.
როგორც რიჟვაძემ აღნიშნა, განუსაზღვრელია მისი უწმინდესობის როლი ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის წინაშე.
"დიდი სიყვარულით ვულოცავ ჩვენს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს დაბადების დღეს.
განუსაზღვრელია მისი უწმინდესობის როლი ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის წინაშე. მადლობა მას განვლილი გზისთვის, უდიდესი ღვაწლისთვის.
დიდხანს სიცოცხლეს და მხნეობას ვუსურვებ",- აღნიშნავს რიჟვაძე, რომლის კომენტარსაც აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.