ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„მაცხოვრის შობის დღესასწაულს ვულოცავ სრულიად საქართველოს, ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, ამ დღის ძალა და მადლი შეეწიოს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს“ - თორნიკე რიჟვაძე

„მაცხოვრის შობის დღესასწაულს ვულოცავ სრულიად საქართველოს, ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, ამ დღის ძალა და მადლი შეეწიოს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს“ - თორნიკე რიჟვაძე
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში საშობაო წირვას დაესწრო.
მაცხოვრის შობისადმი მიძღვნილი საზეიმო ღვთისმსახურება ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა, მეუფე დიმიტრიმ აღავლინა.
თორნიკე რიჟვაძემ შობის დღესასწაული მიულოცა მრევლს - ,,მაცხოვრის შობის დღესასწაული მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს, ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, ამ დღის ძალა და მადლი შეეწიოს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს".
საზეიმო წირვას აჭარის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს წევრები, ბათუმის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.