თორნიკე რიჟვაძე: ამ დროისთვის ექსპორტირებულია 3700 ტონაზე მეტი ციტრუსი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, წელს მეციტრუსეები არასტანდარტულ მანდარინზე, გაორმაგებულ სუბსიდიას 30 თეთრს მიიღებენ, - ამის შესახებ რიჟვაძემ აჭარის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
აჭარის მთავრობის შეფასებით, ნარინჯისფერი რთველი წარმატებით მიმდინარეობს.
მათივე ცნობით, ამ ეტაპზე უკვე ექსპორტირებულია 3700 ტონა ციტრუსი. მობილიზებულია მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმოები, რამდენიმე დღეში ფუნქციონირებას დაიწყებს არასტანდარტული ციტრუსის მიმღები საწარმო.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაორმაგებულიყო არასტანდარტული ციტრუსის სუბსიდირება და შესაბამისად, მიმდინარე წელს ნაცვლად 15 თეთრისა, მეციტრუსეები არასტანდარტულ მანდარინზე მიიღებენ 30 თეთრს სუბსიდიას. რაც შეეხება ციტრუსის რთველის მიმდინარეობას, უკვე ექსპორტირებულია 3700 ტონაზე მეტი და ვთვლით, რომ შეფერხებების გარეშე შევძლებთ ამ სეზონის ჩატარებას“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ნოემბერი 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.