15 ათას ტონაზე მეტი გადამუშავებული ნედლეული და 26 საექსპორტო ბაზარი – როგორი იყო „კულას“ 2023 წელი

საკონსერვო კომპანია „კულას“ საექსპორტო ქვეყნებს 2022-2023 წლებში დაემატა კატარი, ალბანეთი, რუმინეთი, მოლდოვა და დღეს კომპანია 26 ქვეყანაში გადის. ამის შესახებ „კომერსანტთან“ „კულას“ დამფუძნებელმა ვანო გოგლიძემ ისაუბრა და დასძინა, რომ კომპანია აქტიურად მუშაობს ახალ ბაზრებზე გასასვლელად და წარმოების მასშტაბს ყოველწლიურად ზრდის.
„წელს „კულას“ მიერ 15 ათას ტონაზე მეტი ნედლეული გადამუშავდა. წელს დიდი რაოდენობით ხილი გაფუჭდა, ეს გამოიწვია იმან, რომ სეტყვა იყო. წელს მასიურად გაფუჭდა ვაშლი, მოსახლეობა ცდილობდა გადარჩენას, მაგრამ ვერაფერი შეძლო. 16-ჯერ ვუწამლე, მაგრამ მოსავლის 42%-ს მაინც ვერაფერი ვუშველე.
რუსეთ-უკრაინის ომის გამო ამერიკის და ევროპის ბაზარს საკონსერვო პროდუქციას ვეღარ აწვდის, რის გამოც „კულას“ პროდუქციაზე მოთხოვნა გასულ წელს მკვეთრად გაიზარდა, შეიძლება ითქვას, რომ ექსპორტი გაორმაგდა. ექსპორტზე გადის წვენები, მურაბები, ჩირები, თითქმის ყველა პროდუქცია. ექსპორტი დაახლოებით 50/50-ზე იყო, მაგრამ ბოლო პერიოდში, ექსპორტმა გადააჭარბა. რამდენიმე ფაქტს უკავშირდება ეს ყველაფერი, ჩვენი მომხმარებელი არის ისეთი ქვეყნების მოსახლეობა, რომლებმაც იციან, მაგალითად რა არის ტყემალი და აჯიკა“, – ამბობს ვანო გოგლიძე.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ვანო გოგლიძე ამბობს, რომ „კულა“ ახალი წლიდან გაფილტრული ვაშლის წვენის გამოშვებას იწყებს, ამ ეტაპზე კი წარმოებული პროდუქტების დასახელება 150-ს აღწევს.
კომპანია 2009 წლიდან არსებობს, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით გამოირჩევა. ამჟამად კომპანია კულას გააჩნია 5 საწარმო, აქედან, 4 მდებარეობს გორში და 1 ახალციხეში.

ასევე დაგაინტერესებთ