ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თომას ჰენდრიკ ილვესი ვიქტორ ორბანის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტზე - ორბანი ყველაფერზე მიდის არადემოკრატიული არჩევნების მხარდაჭერისთვის

თომას ჰენდრიკ ილვესი ვიქტორ ორბანის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტზე - ორბანი ყველაფერზე მიდის არადემოკრატიული არჩევნების მხარდაჭერისთვის

ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი, თომას ჰენდრიკ ილვესი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ის „ყველაფერს აკეთებს არადემოკრატიული არჩევნების მხარდასაჭერად“.
“ორბანი ახლა ყველაფერს აკეთებს არადემოკრატიული არჩევნების მხარდასაჭერად და ევროკავშირისა და დემოკრატიული დასავლეთისთვის დიდი შუა თითის საჩვენებლად“, - წერს თომას ჰენდრიკ ილვესი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს 28-29 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ეწვევა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.