ეს ძველი საბჭოური ტრადიციაა - ომას ჰენდრიკ ილვესი ვიქტორ ორბანის მილოცვაზე

ეს ძველი საბჭოური ტრადიციაა - ომას ჰენდრიკ ილვესი ვიქტორ ორბანის მილოცვაზე
ეს ძველი საბჭოური ტრადიციაა, როგორც 1940 წლიდან ვიცით, რომ მილოცვები მოურიდებლად ან თუნდაც უსირცხვილოდ მოდის არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე , - ასე ეხმაურება ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი, თომას ჰენდრიკ ილვესი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მიერ “ქართული ოცნებისთვის” გამარჯვების ოფიციალური შედეგების გამოცხადებამდე მილოცვას.
“ეს ძველი საბჭოური ტრადიციაა, როგორც 1940 წლიდან ვიცით, რომ მილოცვები მოურიდებლად ან თუნდაც უსირცხვილოდ მოდის არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე.
რა თქმა უნდა, ეს უსირცხვილობა შესაძლოა უბრალოდ ტროლინგი იყოს იმის საჩვენებლად, რომ არც ევროკავშირი, არც ნატო არაფერს არ უზამენ მას”, - წერს ილვესი.
შეგახსენებთ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა, “ტვიტერის” პირად გვერდზე საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს და “ქართული ოცნების” პარტიას გუშინვე საპარლამენტო არჩევნებში დიდი სხვაობით გამარჯვება მიულოცა.
"საქართველოს ხალხმა იცის, რა არის საუკეთესო მათი ქვეყნისთვის, და თავიანთი ხმა დღეს გააჟღერეს!” , - წერს ორბანი.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.