ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თინა ბოკუჩავა PACE-ის პრეზიდენტს, თეოდოროს რუსოპულოსს შეხვდა

თინა ბოკუჩავა PACE-ის პრეზიდენტს, თეოდოროს რუსოპულოსს შეხვდა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა PACE-ის პრეზიდენტს, თეოდოროს რუსოპულოსს შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
„გუშინ ევროსაბჭოში იყო ისტორიული დღე, როდესაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ ხელი მოაწერა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის დანაშაულის შესწავლის შესახებ, რომელსაც მხარი არ დაუჭირა “რუსული ოცნების” დელეგაციამ, ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლებმა. დღეს ასევე მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გაიმართება დებატები საქართველოს საკითხზე პოლიტპატიმრების გათავისუფლების, ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით. ჩვენ ამ საკითხებზე სასაუბროდ შევხვდით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს და ვისაუბრეთ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე დაბრუნების აუცილებლობაზე მაშინ, როდესაც ივანიშვილი ყოველდღიურად დგამს ნაბიჯებს საქართველოს საერთაშორისო იზოლაციისკენ“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.