თინა ბოკუჩავა, , გიორგი კანდელაკი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, არასამთავრობო სექტორიდან: ნინო დოლიძე, ნონა ქურდოვანიძე, გიორგი ბურჯანაძე, გიორგი ონიანი, – ეს ადამიანები მაქსიმალურ კომუნიკაციაში იყვნენ სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფთან, რომ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება ევროსაბჭოში არ ყოფილიყო ცნობილი

თინა ბოკუჩავა, , გიორგი კანდელაკი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, არასამთავრობო სექტორიდან: ნინო დოლიძე, ნონა ქურდოვანიძე, გიორგი ბურჯანაძე, გიორგი ონიანი, – ეს ადამიანები მაქსიმალურ კომუნიკაციაში იყვნენ სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფთან, რომ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება ევროსაბჭოში არ ყოფილიყო ცნობილი
2024 წლის არჩევნებზე ბარიერგადალახული ოთხი პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები აქტიურად ეკონტაქტებოდნენ [ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე] ჯგუფებს იმისთვის, რომ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება არ ყოფილიყო ცნობილი, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE), საპარლამენტო დელეგაციის წევრმა, “ქართული ოცნების” დეპუტატმა გივი მიქანაძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2012-2025 წლებში ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიზნების საზიანოდ განხორციელებული ქმედებები განიხილება.
მისი განცხადებით, სტრასბურგში, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და არასამთავრობო სექტორის საკმაოდ დიდი სპექტრი იყო წარმოდგენილი, რომლებიც მაქსიმალურად ეკონტაქტებოდნენ სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფს, ავრცელებდნენ დეზინფორმაციას და კატეგორიულად მოითხოვდნენ, რომ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე არ ყოფილიყო ცნობილი. „ სტრასბურგში გამოაგზავნეს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ თინა ბოკუჩავა, სალომე სამადაშვილი, გიორგი კანდელაკი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე – საკმაოდ დიდი სპექტრი იყო პოლიტიკოსების მხრიდან, შეიძლება ვიღაც გამომრჩეს, მაგრამ ძირითადი კონტინგენტი ეს მახსენდება.
ასევე, არასამთავრობო სექტორიდან იქ ნინო დოლიძე – სამართლიანი , ნონა ქურდოვანიძე – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, გიორგი ბურჯანაძე – რომელ ორგანიზაციას წარმოადგენდა, გამიჭირდება თქმა. გიორგი კანდელაკი როგორც მახსოვს, იქ უფრო წარმოდგენილი იყო როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „სოვლაბის“ წარმომადგენელი. იქ იყო „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენელი [გიორგი] ონიანი, თინა ხიდაშელი, რომლის ორგანიზაციის სახელი არ მახსოვს. ეს ადამიანები მაქსიმალურ კომუნიკაციაში იყვნენ სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან და ინდივიდუალურ პოლიტიკოსებთან. ეს კომუნიკაციები ხდებოდა ძირითად შემთხვევაში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კორიდორებში, თუმცა, რიგი პოლიტიკური ჯგუფების შეკრებაზე მოხდა მათი მიწვევა, სადაც მათ სრულიად დეზინფორმაციული ინფორმაციის გაზიარების შესაძლებლობა მიეცათ. ამასთანავე, მიმდინარეობდა აქტიური მუშაობა მათი მხრიდან და ეს დასტურდება იმით, რომ პოლიტიკოსების ნაწილი შეხვდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტსა და ასამბლეის გენერალურ მდივანს, სადაც ისინი კატეგორიულად აყენებდნენ საკითხს, რომ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება არ უნდა ყოფილიყო ცნობილი.“ – განაცხადა გივი მიქანაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ტაჯიკეთის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე – დღეს გადადგმული ნაბიჯები ნამდვილად შექმნის იმის საფუძველს, რომ ორ ქვეყანას შორის შემდგომში კიდევ უფრო განვითარდეს ურთიერთობები სტრატეგიულად

ირაკლი კობახიძე – ტაჯიკეთის რესპუბლიკაში პირველი მაღალი დონის ვიზიტის ფარგლებში შევხვდი პრეზიდენტ ემომალი რაჰმონს, დელეგაციებთან ერთად პროდუქტიული დისკუსია გავმართეთ ვაჭრობის, ტრანსპორტის, დაკავშირებადობისა და საერთო ინტერესების სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებაზე

ვარლამ ლიპარტელიანი: გამორჩეული შეხვედრა იყო იმით, რომ ახალგაზრდებმა ისაუბრეს ყველა იმ საკითხზე, რაც მათთვის მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ განსაკუთრებული შეხვედრა იქნება თბილისში