თინა ბოკუჩავა – „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა სატელიტებმა სიურეალისტურ რუსულ ოცნებებს თავი დაანებონ

„ქართულმა ოცნებამ“ და მისმა სატელიტებმა სიურეალისტურ რუსულ ოცნებებს თავი დაანებონ – საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს დემოკრატიული, ევროპული კოალიციური ხელისუფლება ეყოლება, – ასე პასუხობს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა უმრავლესობაში შემავალ “ხალხის ძალას, რომლის განცხადებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი პერიოდი “ნაციონალური მოძრაობის” გასამართლებისთვის “საუკეთესო პერიოდი იქნება”.
ბოკუჩავას თქმით, ადგილი აქვს რუსული პროპაგანდის გაგრძელებას, რასაც 11 წლის მანძილზე ვისმენთ და საინტერესო არ არის.
„აპელირებენ ევროსაბჭოს რეზოლუციაზე, რომლის შინაარსიც არ იციან. არ გამოვრიცხავ “ქართულმა ოცნებამ”, რომელმაც ხელი შეუშალა პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივებს, რუსული ნარატივის პედალირებისთვის ასეთი კომისია შექმნას.
ისინი რუსული სქემით მოქმედებენ და რუსულ საქმეს აკეთებენ. დღეს “რუსული ოცნება” კრემლის გზავნილებს აჟღერებს”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ