თინა ბოკუჩავა – როდესაც გყავს რუსული ხელისუფლება რუსი ოლიგარქის ხელმძღვანელობით, ვის სამსახურშიც იდექი ახლო წარსულში და თავს პუტინის პირად პატიმარს ესხმი, ამით ყველა კითხვაზე პასუხი გაცემულია

როდესაც ქვეყანაში გყავს რუსული ხელისუფლება რუსი ოლიგარქის ხელმძღვანელობით, ვის სამსახურშიც ახლო წარსულში შენც იდექი და თავს პუტინის პირად პატიმარს ესხმი, ამით ყველა კითხვაზე პასუხი გაცემულია , – ასე ეხმაურება ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა პოლიტიკური ჯგუფის “საქართველოსთვის” მოთხოვნას მიხეილ სააკაშვილის კლინიკიდან ციხეში გადაყვანის შესახებ.
ბოკუჩავს თქმით, აღნიშბული განცხადება ბევრ კითხვას სცემს პასუხს.
“პრეზიდენტი სააკაშვილი არის პუტინის პატიმარი და პუტინის საამებლად ვინ თხრიდა საქართველოს მოქალაქეებს თვალებს ესეც ყველას კარგად ახსოვს.
არ ახსენდებათ ივანიშვილის უცხო ქვეყნის მოქალაქეობა და თავს პუტინის პირად პატიმარს ესხმიან. საზოგადოებამ ამ განცხადებით ბევრ კითხვაზე მიიღო პასუხი”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

შმაგი სამხარაძე: ბიძინა ივანიშვილი საკუთარი კომფორტისთვის „ცას კეტავს”, ხოლო ზოგიერთი მიზანმიმართულად ლანძღავს ხალხს.. ეს არის რუსული სპეცსამსახურების ხელწერა ოპოზიციურ ველზე მუშაობისას

ირაკლი ტაბლიაშვილი: ივანიშვილმა ცა ჩაკეტა არა მხოლოდ აბასთუმნის თავზე, არამედ, თბილისი+რუსთავი+მცხეთის ფართობი რომ წარმოიდგინოთ, აი, ამ ფართობის ცა ჩაკეტა! ოპოზიციას რამ ხომ არ უთქვამს ამაზე?

არჩილ გორდულაძე – ოპოზიციისთვის არც „ნეპალის შემოდგომა“ დადგა, არც „უნგრული გაზაფხული“ და არც ნებისმიერი სხვა ქვეყნის ზაფხული და ზამთარი დადგება – განულებულები არიან, არ უსმენენ ხალხს და უსმენენ თავიანთ პატრონებს