თინა ბოკუჩავა – საჯარო განცხადებების გამო პოლიტიკოსის დაკავება დასტურია იმისა, რომ ქვეყანაში დამყარებულია რუსული ტიპის დიქტატურა – ახლა არის გადამწყვეტი ბრძოლა ქვეყნისთვის

პოლიტიკოსის დაკავება დასტურია იმისა, რომ ქვეყანაში დამყარებულია რუსული ტიპის დიქტატურა – საჯარო განცხადებების გამო პოლიტიკოსების დაკავება სწორედ ამაზე მიუთითებს! – ამის შესახებ პარტია “ნაციონალური მიძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ლევან ხაბეიშვილისთვის აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების შემდეგ განაცხადა.
ბოკუჩავამ კიდევ ერთხელ გააკეთა ლევან ხაბეიშვილის საჯარო მოწოდების იდენტური მოწოდება იმის შესახებ, რომ გდდ-სა და ყველა ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომელი, რომლებიც “მშვიდობიან დემონსტრანტებზე ხელს არ აღმართავენ, კანონის ფარგლებში იმოქმედებენ და დადგებიან ხალხის მხარეს, რეჟიმის დასრულების შემდეგ 200 000-იან ჯილდოს მიიღებენ”.
“ეს არის იგივე განცხადება, რაც ლევან ხაბეიშვილმა თვენახევრის წინ გააკეთა. პოლიტიკოსის ამ საჯარო განცხადების გამო დაპატიმრება არის დასტური იმისა, რომ ივანიშვილმა ქვეყანაში რუსული ტიპის დიქტატურა დაამყარა.
ასეთი ავტოკრატიული რუსული მეთოდების არავის ეშინია. დღევანდელი დღეც ამის დასტურია.
ყველას გაცნობიერებული აქვს, რომ ახლა არის გადამწყვეტი ბრძოლა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი თავისუფლებისთვის, ევროპული მომავლისთვის, საქართველოს დროშისთვის, გიორგი ანწუხელიძის სახელითვის – იმ ყველაფრისთვის, რასაც ქართველობა ჰქვია”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ყიფიანი – „ოცნება“ დღეს იმყოფება „ცივი ომის“ ფაზაში, არა მარტო გარე სამყაროსთან, არამედ საკუთარ მოსახლეობასთანაც – იმედის ნაპერწკალს ვიტოვებ, პროცესები მმართველ ძალას მიიყვანს იმ დასკვნამდე, რომ კონსტრუქციულ რეჟიმში ურთიერთობა აუცილებელია

ნუგზარ წიკლაური – დღეს ადამიანი წყევლისთვის დაიჭირეს, როცა ასეთი ვითარებაა, „ნეტარ არიან მორწმუნენი“, დავიტოვოთ იმედი, რომ ვინმე რაღაცას შეაგონებს „ქართულ ოცნებას“ – ვიქტორ ყიფიანი იყო ივანიშვილის თანამშრომელი, დავაკვირდეთ, რა პოზიციებს ჩამოაყალიბებს