ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თინა ბოკუჩავა - ლევან ხაბეიშვილის დაკავება მხოლოდ რეჟიმის სისუსტის დასტურია, რუს-ქოცები არიან ჩამოშლის ზღვარზე, ახლა გაჩერება დანაშაულია - ვიბრძვით ბოლომდე!

თინა ბოკუჩავა - ლევან ხაბეიშვილის დაკავება მხოლოდ რეჟიმის სისუსტის დასტურია, რუს-ქოცები არიან ჩამოშლის ზღვარზე, ახლა გაჩერება დანაშაულია - ვიბრძვით ბოლომდე!

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის დაკავება მხოლოდ რეჟიმის სისუსტის დასტურია. რუს-ქოცები არიან ჩამოშლის ზღვარზე! - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა „ფეიბუქზე“ წერს.
„არ ვარ თბილისში. მალე ვიქნები. მივდივართ სუს-ის შენობასთან. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის დაკავება მხოლოდ რეჟიმის სისუსტის დასტურია. რუს-ქოცები არიან ჩამოშლის ზღვარზე! ახლა გაჩერება დანაშაულია! ვიბრძვით ბოლომდე!“, - წერს ბოკუჩავა.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი დააკავეს. ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში შეიყვანეს. ხაბეიშვილის დაკავების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.