ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თინა ბოკუჩავა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში შეხვედრების ფარგლებში, კონგრესმენ რიკ ლარსენს შეხვდა

საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში შეხვედრებს აგრძელებს, მათ შორის ამერიკის დელეგაციის წევრებთან.
პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ფრაქციის თავმჯდომარე კონგრესმენ, რიკ ლარსენს შეხვდა.
„კონგრესის მეგობარი აქტი ამერიკის შეერთებული შტატების მკაფიო განაცხადია ქართველი ხალხის ევრო-ატლანტიკური არჩევანის მხარდასაჭერად, რომელიც მათ შორის ინდივიდუალურ სანქციებს ითვალისწინებს მათზე, ვინც ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას. შეხვედრებზე განხილული იყო დამატებითი საკანონმდებლო ნაბიჯები საქართველოს დემოკრატიის მხარდასაჭერად“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.