თინა ბოკუჩავა ბულგარეთში, ნატოს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, მიხაილ შერბას შეხვდა
საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა ბულგარეთში, სოფიაში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, მიხაილ შერბას შეხვდა.
პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, მიხალ შერბმა შეხვედრის დროს „ღრმა შეშფოთება გამოხატა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონზე, რაც ხელს უშლის საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას“.
მათივე ცნობით, 25-27 მაისს, ბულგარეთში, სოფიაში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა იმართება. სესიის განმავლობაში, ნატო-ს 32 წევრი ქვეყნის 281 პარლამენტის წევრი, 25 პარტნიორი ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციებთან ერთად, ევროატლანტიკური თავდაცვისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, უკრაინის მხარდაჭერაზე და ივლისის ნატო-ს ვაშინგტონის სამიტის პრიორიტეტებზე ისაუბრებენ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.