ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თინა ბოკუჩავა - მთავრობის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტი ფარატინა ქაღალდია

ეს არის მთავრობის სამოქმედო გეგმა სხვადასხვა მიმართულებით სამოქმედო გეგმების შექმნის შესახებ - მთავრობის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტი ფარატინა ქაღალდია, - ასეთია ოპოზიციონერი დეპუტატის თინა ბოკუჩავას შეფასება.
ბოკუჩავას განცხადებით, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების თაობაზე მთავრობის ე.წ. სამოქმედო გეგმაც დეზინფორმაციის ინსტრუმენტია, რომლითაც ხალხის მოტყუებას ცდილობენ, თითქოს „ქართული ოცნება“ ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად რაიმეს აკეთებს ან მომდევნო თვეებში გააკეთებს.
„ქართული ოცნება“ დოკუმენტს ამდენი ხანი ასაიდუმლოებდა და ვიხილით სამოქმედო გეგმა იმის თაობაზე თუ როგორ შეიქმნება სამოქმედო გეგმები სხვადასხვა მიმართულებით. სხვა ეს დოკუმენტი არაფერს ამბობს. ეს არის არაფრისმთქმელი ფარატინა ქაღალდი, რომელიც ცხადყოფს, რომ ხელისუფლებას არანაირი ნება და პოლიტიკური გეგმა რეფორმების განსახორციელებლად არ გააჩნია - ეს არის ფარატინა ქაღალდი“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.