ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თინა ბოკუჩავა: იმედი მაქვს არავინ გახდება ქოცური პროპაგანდის ინსტრუმენტი

თინა ბოკუჩავა: იმედი მაქვს არავინ გახდება ქოცური პროპაგანდის ინსტრუმენტი
“ნაციონალური მოძრობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში წერს:
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის (AFET) ანგარიშზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით:
❗️არსად, ვიმეორებ, არსად ანგარიშში არ არის მოწოდება ოპოზიციაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში შესვლაზე;
❗️ერთადერთი მოწოდება ოპოზიციაზე არის — ერთიანობა;
❗️ოპოზიციური ერთობის მაგალითად ევროპარლამენტარებს ამავე აბზაცში და ამავე წინადადებაში მოჰყავთ მშვიდობიანი პროტესტი;
❗️ამიტომ, თუ მაინც და მაინც ვინმეს სურს სტრიქონებს შორის გზავნილის ამოკითხვა, ეს უნდა ამოიკითხონ: მოწოდება პროტესტზე და არა კოლაბორაციონიზმზე;
❗️ამავე ანგარიშში ევროპარლამენტი ითხოვს ახალ, თავისუფალ საპარლამენტო არჩევნებს და ამ არჩევნების ჩანიშვნამდე, სასანქციო პოლიტიკის გამკაცრებას;
❗️ანუ გამოსავალი ამ ანგარიშშიც არის საპარლამენტო არჩევნები;
❗️იმედი მაქვს, ოპოზიციის ნაწილი ქოცური ნარატივის კულტივირებას არ დაიწყებს, თითქოს ევროპარლამენტი ოპოზიციას მუნიციპალურ არჩევნებში შესვლისკენ მოუწოდებს და არავინ გახდება ქოცური პროპაგანდის ინსტრუმენტი.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.