ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თინა ბოკუჩავა - ევროპარლამენტი ითხოვს ახალ, თავისუფალ საპარლამენტო არჩევნებს და მის ჩანიშვნამდე, სასანქციო პოლიტიკის გამკაცრებას

თინა ბოკუჩავა - ევროპარლამენტი ითხოვს ახალ, თავისუფალ საპარლამენტო არჩევნებს და მის ჩანიშვნამდე, სასანქციო პოლიტიკის გამკაცრებას

“ნაციონალური მოძრობის“ თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას განცხადებით, ევროპარლამენტის ანგარიში ოპოზიციას ერთიანობისა და პროტესტისკენ მოუწოდებს და არა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისკენ.
მისი განმარტებით, ევროპარლამენტარები ოპოზიციური ერთობის მაგალითად ასახელებენ მშვიდობიან პროტესტს.
ბოკუჩავას თქმით, ანგარიშში მკაფიოდ ჩანს გამოსავალიც: ევროპარლამენტი მოითხოვს ახალ, თავისუფალ საპარლამენტო არჩევნებს და ამ არჩევნების ჩანიშნვამდე სანქციების გამკაცრებას.
„ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის (AFET) ანგარიშზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით:
არსად, ვიმეორებ, არსად ანგარიშში არ არის მოწოდება ოპოზიციაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში შესვლაზე; ერთადერთი მოწოდება ოპოზიციაზე არის - ერთიანობა; ოპოზიციური ერთობის მაგალითად ევროპარლამენტარებს ამავე აბზაცში და ამავე წინადადებაში მოჰყავთ მშვიდობიანი პროტესტი.
ამიტომ, თუ მაინც და მაინც ვინმეს სურს სტრიქონებს შორის გზავნილის ამოკითხვა, ეს უნდა ამოიკითხონ: მოწოდება პროტესტზე და არა კოლაბორაციონიზმზე.
ამავე ანგარიშში ევროპარლამენტი ითხოვს ახალ, თავისუფალ საპარლამენტო არჩევნებს და ამ არჩევნების ჩანიშვნამდე, სასანქციო პოლიტიკის გამკაცრებას ანუ გამოსავალი ამ ანგარიშშიც არის საპარლამენტო არჩევნები.
იმედი მაქვს, ოპოზიციის ნაწილი “ქოცური” ნარატივის კულტივირებას არ დაიწყებს, თითქოს ევროპარლამენტი ოპოზიციას მუნიციპალურ არჩევნებში შესვლისკენ მოუწოდებს და არავინ გახდება “ქოცური” პროპაგანდის ინსტრუმენტი“, - აცხადებს თინა ბოკუჩავა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.