თინა ბოკუჩავა – ივანიშვილი კლეპტოკრატიული, კორუფციული სქემებით მართავს ქვეყანას

ივანიშვილი კლეპტოკრატიული, კორუფციული სქემებით მართავს ქვეყანას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში აშშ- ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორის, რიჩარდ ნეფიუს ვიზიტის კომენტირებისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველო იყო ერთ- ერთი მოწინავე ქვეყანა კორუფციასთან ბრძოლაში, თუმცა, ივანიშვილმა საბჭოური წარსული დააბრუნა.
„ერთ – ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება არის ანტიკორუფციული ბიუროს გაძლიერება. რეალურად ქვეყანაში ახლა არ არსებობს ანტიკორუფციული ბიურო, რადგან კორუფცია მოიცავს ყველა სახელმწიფო უწყებას და მისი თავია ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ამგვარი კლეპტოკრატიული კორუფციული სქემებით მართავს ქვეყანას. რა თქმა უნდა, ეს ვიზიტი მნიშვნელოვანია, საქართველო იყო ერთ- ერთი მოწინავე ქვეყანა იყო კორუფციასთან ბრძოლაში, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის საბჭოური და პოსტსაბჭოური წარსული დააბრუნა საბჭოთა წარმონაქმნმა, რუსმა ოლიგარქმა, ივანიშვილმა და ახლა კორუფცია გახდა მისი მმართველობის ჩვეულებრივი მოვლენა. ქვეყნის ოლიგარქის მავნე გავლენებისგან გაწმენდა და ინსტიტუციების ანგარიშვალდებულება და თანამდებობის პირთა ანგარიშვალდებულების დაბრუნება მნიშვნელოვანია”, – განაცხადა ბოკუჩავამ.
ინფორმაციისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორი გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში, რიჩარდ ნეფიუ 15-18 იანვარს საქართველოსა და სომხეთს ეწვევა.
სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ორივე ქვეყანაში ის განიხილავს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმდინარე ძალისხმევასა და გამოწვევებს, ასევე, განისაზღვრება შემდგომი თანამშრომლობის სფეროები.
რიჩარდ ნეფიუ საქართველოში ხელისუფლების, ანტიკორუფციული ინსტიტუტების, საგამოძიებო ორგანოებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ