თინა ბოკუჩავა, დემოკრატიული ყრილობის ფარგლებში, სენატორ კრის მერფს შეხვდა

დემოკრატიული ყრილობის ფარგლებში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერთან, გიორგი ვაშაძესთან ერთად სენატორ, კრის მერფს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, სენატორი, კრის მერფი „ძალიან გავლენიანი სენატორია და ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრია“.
როგორც თინა ბოკუჩავა აღნიშნავს, დემოკრატიული პარტიის „ლიდერშიფს“ ძალიან კარგად ესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია 26 ოქტომბრის არჩევნები საქართველოსთვის, ქართველი ხალხისათვის და საქართველო-ამერიკის ურთიერთობისათვის, რომელიც აუცილებლად სხვა ხარისხში გადავა მას შემდეგ, რაც არჩევნების შემდეგ საქართველოს ეყოლება პროდასავლური, დემოკრატიული, კოალიციური ხელისუფლება.
პარტიის თავმჯდომარე, ასევე, ამბობს, რომ სენატორ კრის მერფთან საუბარი იყო იმაზე, „თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამერიკული მაღალი დონის დელეგაციები საქართველოში, ისევე როგორც სენატის მხრიდან ივანიშვილის და მის გარემოცვაზე სანქციების დაწესება“.
პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ცნობით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერთან, გიორგი ვაშაძესთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით 19-22 აგვისტოს -ში, ჩიკაგოში, დემოკრატიული პარტიის კონგრესზე იმყოფება, სადაც კამალა ჰარისის ოფიციალური წარდგენა მოხდება, როგორც დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი.
მათივე ინფორმაციით, დემოკრატიული პარტიის კონგრესს -ს მოქმედი პრეზიდენტი, გახსნის.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა