ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თინა ბოკუჩავა და გიორგი ვაშაძე, დემოკრატიული ყრილობის ფარგლებში, კონგრესმენებს ჯერი კონოლსა და გრეგორი მიქსს შეხვდნენ

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე, დემოკრატიული ყრილობის ფარგლებში, კონგრესმენებს ჯერი კონოლსა და გრეგორი მიქსს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.
თინა ბოკუჩავას განცხადებით, კონგრესმენებთან 26 ოქტომბრის არჩევნებსა და აშშ-თან ურთიერთობების აღდგენის საკითხის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
„დემოკრატიული ყრილობის ფარგლებში, კონგრესმენებთან და სენატორებთან შეხვედრა გრძელდება. შევხვდით კონგრესმენ ჯერი კონოლისა და გრეგორი მიქსს. კონგრესმენი კონოლი არის საქართველო-ამერიკის მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარე, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში. ვისაუბრეთ 26 ოქტომბრის არჩევნებისა და საქართველო-ამერიკის ურთიერთობების აღდგენის მნიშვნელობაზე“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე“ თინა ბოკუჩავა და „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე, ოფიციალური ვიზიტით 19-22 აგვისტოს აშშ-ში, ჩიკაგოში, დემოკრატიული პარტიის კონგრესზე იმყოფებიან.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.