კომუნიკაციების სპეციალისტი, “ჯიპას” ასოცირებული პროფესორი თინათინ სტამბოლიშვილი:
ნეტავ რას ფიქრობენ ყველაზე დიდი ცათამბჯენების ამშენებელი ბიზნესმენები, როდესაც თემურ უგულავას სამძიმრის წერილებს კითხულობენ ათასობით ადამიანისგან?
როგორ მოიხსენიებენ მათ, ვინც კორპუსი კორპუსზე წამოჭიმა ქალაქის ცენტრში, ან ჩააბეტონა სიმწვანეები და არად დაგიდოთ ისტორია, ავთენტურობა, გემოვნება, წინაპრები, ა.შ.. ანდა, რა იციან ბიზნესმენებმა ამ ყველაფერზე, ამ
იდეალებზე? არც არაფერი, მაგრამ ყველას, დარწმუნებილი ვარ, ყველას სურს თუნდაც მისხალი მიიღოს იმ პატივსცემისა და გულიდან ამოსული სიტყვებისა, რასაც თემურ უგულავა იღებს ამ დღეებში. ხოდა, დაფიქრდნენ – კორპუსების მიღმაა ცხოვრებაც და განვითარებაც და აღმაფრენაც და პატრიოტიზმიც, სიმდიდრეც, უკვდავებაც, ის რაც დარჩება სიყვარულის ობიექტად და მომავალ
თაობებს გამოაცოცხლებს.
ამ ფოტოს ვდებ და წარმოვიდგენ – ფაბრიკას რომ დაითრევდა რომელიმე
ბიზნესმენი, მოასწორბდა იქ ყველაფერს და ჩადგამდა რამე დეველოპერულ სიმახინჯეს და ამით მორჩებოდა ეს ისტორია.
თემურმა კი ყველა პროექტით ისტორია დაწერა და ის გრძელდება. რით გაგრძელდება თქვენი სახელი?
RIP თემურ უგულავა




